Tuesday, December 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვგმობთ ყველა მცდელობას, რომელიც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისკენ, ეს აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს”- საგარეო უწყება

November 4, 2025
საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკომისიის ანგარიში საქართველოსთან მიმართებით ტენდენციურად აფასებს მთელ რიგ მოვლენებს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები, რაც გამიზნულია საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაზე, ეწინააღმდეგება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სულისკვეთებას.

„2025 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პოლიტიკის შესახებ ერთობლივი კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს ანგარიშს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული ძალისხმევის შესახებ. შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული.

სამწუხაროა, რომ ევროკომისიის ანგარიში საქართველოსთან მიმართებაში ტენდენციურად აფასებს მთელ რიგ მოვლენებს, რაც მოულოდნელი არ ყოფილა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუტები ჯიუტად ხუჭავენ თვალს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ შეტევასა და ძალადობაზე. უფრო მეტიც, აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის ერთობლივი განცხადება განვითარებული მოვლენების მცდარი ინტერპრეტაციის საფუძველს ქმნის.

როგორც ცნობილია, ევროკომისიის ანგარიშში წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრესის ასახვა ხდება კანდიდატი ქვეყნების მიერ წარდგენილი ინფორმაციის და ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული დიალოგის ფორმატების ფარგლებში განხორციელებული მუშაობის საფუძველზე.

უნდა აღინიშნოს, ევროკავშირის მხარემ ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, გასული წლის განმავლობაში საქართველოსთან არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არც ერთი შეხვედრა არც ერთ დონეზე. უფრო მეტიც, ოფიციალურად უარი თქვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი / პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით წარდგენილი „ეკონომიკური რეფორმების პროგრამის“ ანგარიშის მიღებაზე და საქართველოს პროგრესის შეფასებაზე.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მაჩვენებლები მთელი რიგი საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით უმჯობესდება, მათ შორის მთავრობის კეთილსინდისიერების, ბიუროკრატიისა და კორუფციასთან ბრძოლის, მმართველობის ეფექტიანობის მიმართულებით და ასევე თვალსაჩინოა სტაბილური მაკრო-ეკონომიკური გარემო და მაღალი ეკონომიკური ზრდა, ევროკომისიის ანგარიშში მოცემული შეფასების ობიექტურობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები უნდა დაისვას.

შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები, რაც გამიზნულია საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაზე და ეწინააღმდეგება, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სულისკვეთებას, ისე ჩვენს საერთო ინტერესებს. ვგმობთ ყველა მცდელობას, რომელიც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისკენ, რაც აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს.

საქართველო ერთგულია ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებების და კეთილსინდისიერად განაგრძობს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას იმისათვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესში უზრუნველყოს ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება.

საქართველოს მთავრობა, როგორც პასუხისმგებლიანი და ერთგული პარტნიორი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირთან პატივისცემაზე დამყარებული, კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სურვილს, რომელიც ემყარება საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს, და არა იძულებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ევროკომისიამ დღეს, 4 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სამწუხაროა, რომ ასეთი ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის BBC-ი, თავს აძლევს უფლებას, გადაუმოწმებელი ინფორმაციით დააზიანოს ჩვენი ქვეყანა” – მიხეილ ყაველაშვილი
  • გიორგი ბარამიძეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაუსწრებლად გაასამართლებენ
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge