ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი სოცილურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიღებულ წერილზე. რომლის თანახმადაც, მისი შვილის დათა ქაშიაშვილის გადაუხდელი ჯარიმების გამო ოჯახის ნივთების აღწერა უნდა დაიწყონ.
“აღსრულების ეროვნული ბიუროდან მივიღეთ წერილი))
ჩემი შვილი რეჟიმმა ორჯერ დააპატიმრა, თან მრავალი ათასი ჯარიმაც გამოუწერა და ამ ჯარიმებს რომ არ იხდით სახლში ნივთები უნდა ავღწეროთო. დათა რომ დაიბადა მაშინ ნათესავებმა ფული გვაჩუქეს და ვიყიდეთ სარეცხის მანქანა და მაცივარი, რომელიც მრავალჯერ შევაკეთეთ ამ 20 წლის განმავლობაში და ეგ ნივთები უნდა გავატანო”, – წერს ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი სოციალურ ქსელში.
