Thursday, October 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია რუსეთის მოქალაქე 5 პირი

October 16, 2025
სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია რუსეთის მოქალაქე 5 პირი

სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ხუთი პირია დაკავებული – ამის შესახებ  საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გუგა თავბერიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“ბრიფინგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქე დააკავა.
გამოძიებით დგინდება, რომ ერთ-ერთი კომპანია, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე, ახორციელებდა ვირტუალური აქტივების მომსახურებას, როგორც არალეგალური ოფისის, ასევე ე.წ. „საკურიერო“ სერვისის შეთავაზებით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ახდენდა ასობით მილიონი ლარის ექვივალენტი ვირტუალური აქტივების ტრანზაქციას, რითიც ჩართული იყო ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებაში.
გამოძიებით ასევე ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, საქართველოში, სავარაუდოდ სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომობილებით ახდენდნენ დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანას და ვირტუალური აქტივების შეძენას, რის შემდეგაც დაუსაბუთებელ ქონებას აძლევდნენ კანონიერ სახეს. მიუხედავად მსხვილი ოპერაციებისა, ფიგურანტ კომპანიასა და ფიზიკურ პირებს ბიუჯეტში თანხის გადახდა არ უფიქსირდებათ.
ქ. თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული კომპანიის ოფისიდან ამოღებულია 371 000 აშშ დოლარი, სააღრიცხვო მონაცემები, დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა. აგრეთვე, ამოღებულია ერთი ფიზიკური პირისგან, ვირტუალური აქტივების შესაძენად გადასაცემი – 100 000 აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებიდან – 250 000 აშშ დოლარი, ჯამში – 721 000 აშშ დოლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
გამოძიების ფარგლებში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის დამატებითი ფაქტების გამოსავლენად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას”, – განაცხადა თავბერიძემ ბრიფინგზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მათ რა უბედურებაც მოუტანეს ეკლესიას, კონკრეტულად სახელებით და გვარებით მოგახსენებთ დღეიდან” – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
  • საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა დაიწყო
  • “ბრძოლა არ დასრულებულა…” – რას აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge