პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებული შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომელია – ინფორმაციას ამის შესახებ TV პირველი ავრცელებს.
დღეს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, “ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტომასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს. ასევე, ბრალდებული, სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი”
