ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სალხში მედიასთან საუბარში განაცხადა.
“არ გვიხაროდა, რომ ის [ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი] ნავთობს ყიდულობდა რუსეთისგან, ვინაიდან, ეს რუსეთს ამ უაზრო ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს, რომელშიც მათ მილიონ-ნახევარი ადამიანი დაკარგეს, სხვათა შორის – რუსეთმა დაკარგა მილიონ-ნახევარი ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცები…
ასე რომ, არ მიხაროდა, რომ ინდოეთი [რუსულ] ნავთობს ყიდულობდა. და მან [ნარენდრა მოდიმ] დღეს დამარწმუნა, რომ რუსეთისგან ნავთობს არ იყიდიან. ეს დიდი მუხრუჭია. ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს” – განაცხადა ტრამპმა.