მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს – მეტროსადგურ სამგორში, მატარებლის ვაგონში მგზავრი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას სატრანსპორტო სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, შემთხვევის გამო, მგზავრებს მეტროსადგურები სამგორი, ისანი და ვარკეთილი ვერ ემსახურება. უწყების ინფორმაციით, მოძრაობა შსს-ს ნებართვის შემდეგ განახლება, მას შემდეგ რაც სამართალდამცველები პროტოკოლურ სამუშაოებს დაასრულებს.
არსებული ინფორმაციით, კაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.