თბილისში ახალგაზრდა ბიჭი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას Ambebi ge ავრცელებს. მათივე ცნობით, 20 წლის გიორგი შავშიშვილი დედამ ნახა.
ქალაქ თბილისის 85-ე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის კურდამთავრებულის, გიორგი შავშიშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს! უზომოდ დაგვწყვიტე გული გიო!”- ნათქვამია 85-ე საჯარო სკოლის სამძიმრის წერილში.
“შევესწარი ამ სამწუხარო ამბავს. ნათელში იყოს მისი სული. ოჯახის წევრები, სახლში რომ მივიდნენ, ძირს დავარდნილი ნახეს, არავინ არ იცის, რატომ” – წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.
