პურზე ფასების ზრდას ხელისუფლება ხელოვნურად აფერხებდა – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“დღეიდან პურის ფასი იზრდება.
პურის ფასი აქამდეც იზრდებოდა, ოღონდ ამაზე საქსტატი დუმდა. ახლა რამდენიმე კომპანიამ საჯარო გახადა ეს საკითხი და ათპროცენტიანი ზრდა დააანონსა.
პურზე ფასების ზრდას ხელისუფლება ხელოვნურად აფერხებდა წინასაარჩევნოდ. ამ ერთ წელიწადში ორი არჩევნები მოილია და ახლა მისცა ამის უფლება მეპურეებს, ოღონდ მეტნაკლებად ზომიერ ფარგლებში. მთავრობა ერევა თავისუფალ ფასწარმოქმნაში და გავლენას ახდენს ბიზნესზე, რათა დაფაროს ფასების ზრდის შიდა მიზეზები.
კონკრეტულად პურის ფასის ამჟამინდელი მატების მიზეზი არის ზოგადად ინფლაციის მატება ქვეყანაში, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე ამას საქსტატი აჩვენებს. პურის მწარმოებლებს გაეზარდათ ხარჯები.
ფასების ( არა მხოლოდ პურზე) ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ეროვნული ბანკის არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. გასულ წელს წინასაარჩევნოდ 800 მილიონ ფოლარამდე უცხოური ვალუტის რეზევები გაყიდა, რამაც კრიტიკული ვითარება შექმნა. წელს იგი ავსებს ამ რეზერვებს
(სადაც რუსულ ფულს კვლავ მნიშვნელოვანი როლი უჭირავს). სწრაფი ტემპით რეზერვების შევსება ანუ დოლარის შესყიდვა ერთი მხრივ არ აძლევს ლარს საბაზრო ნიშნულამდე გამყარების საშულებას, რაც მნიშვნელოვანია იმპორტდამოკიდებული ქვეყნისათვის, მეორე მხრივ იზრდება ფულის მასა მიმოქცევაში. ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან იყიდა დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარი, რაც მიმოქცევაში თითქმის 4 მილიარდი ლარის გაშვებას ნიშნავს. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებს ე. წ. იაფი ფულის პოლიტიკას და დიდძალ სესხებს აძლევს კომერციულ ბანკებს ყოველკვირეულად( ე. წ. რეფინსნსირების სესხები).
ფასების ზრდა ისეთ პირობებში, როცა საგარეო უარყოფითი ფაქტორი თითქმის მინიმალურია, მთლიანად მთავრობის( მათ შორის ბიჯეტის) და ეროვნული ბანკის არასწორი საფინანსო და საკრედიტო პოლიტიკითაა გამოწვეული”