Wednesday, October 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

October 15, 2025
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკის ცნობით, 2025 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.8 მლნ აშშ დოლარი (860.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 12.1%-ით (34.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მათივე ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ცხრა თვეში გადმორიცხულია 2,691.4 მლნ აშშ დოლარი.

ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.4%-ს შეადგენს, შესაბამისი 144.3 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 11.7%-ს შეადგენს.

“ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში. ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, სექტემბერში აშშ-დან 21.7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 59.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 38.2 მლნ აშშ დოლარი (103.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის სექტემბრის (33.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.7%-ით მეტია“ – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს – ვარკეთილის, სამგორისა და ისნის სადგურებზე მგზავრებს არ იღებენ
  • სამგორის მეტროში კაცი გარდაიცვალა – რა ვითარებაა ადგილზე
  • მეორე დღეა, ბათუმის ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge