Tuesday, July 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ პროცესებში მონაწილე ყველა პირს კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს” – რას წერს რომან გოცირიძე?

July 28, 2026
„მეწყერი დღითიდღე ძლიერდება, 30-მა ოჯახმა სახლები დატოვა…“ – რა ვითარებაა ხარაგაულში?

ენერგეტიკის სფეროში მიღებული ყველა გადაწყვეტილება, რომლებმაც სახელმწიფოს მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა, აუცილებლად გახდება მომავალში სრულყოფილი სამართლებრივი შეფასებისა და გამოძიების საგანი. ამ პროცესებში მონაწილე ყველა პირს კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი რომან გოცირიძე წერს.

“ევროკავშირის მიერ „ინტერ რაოს“ დასანქცირებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რა მძიმე შედეგები მოუტანა საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაკომპეტენტურმა და კორუფციულმა ენერგეტიკულმა პოლიტიკამ.
ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ჯიბიდან რუსულ კომპანია „ინტერ რაოსათვის” 139 მილიონი დოლარის გადახდა უწევთ. ეს ვალდებულება ქვეყანას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე დაეკისრა. თანხის გადახდა უკვე დაწყებულია, ეტაპობრივად მიმდინარეობს და სრულად 2028 წლის ივლისში დასრულდება.
როგორ მივედით ამ შედეგამდე?
1. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი“ და მდინარე ხრამზე მდებარე ორი ჰიდროელექტროსადგური რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ კონტროლის ქვეშ გადავიდა. „თელასი“ კომპანიამ საკუთრებაში მიიღო, ხოლო ხრამი 1 და ხრამი 2-25-წლიანი იჯარით.
2. 2011 წელს სახელმწიფომ ხრამის ჰესები „ინტერ რაოს“ 104 მილიონ დოლარად მიჰყიდა. სანაცვლოდ კომპანიამ იკისრა ვალდებულება, 2016 წლამდე 193 მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა და ხრამზე კიდევ სამი ჰიდროელექტროსადგური აეშენებინა და შეესრულებინა სხვა საინვესტიციო პირობები. ამავე ხელშეკრულებით, 15 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფი არ უნდა შემცირებულიყო.
3. გარდა ამისა, „ინტერ რაო“ ვალდებული იყო, „თელასში“ 376 მილიონი ლარის (იმდროინდელი კურსით დაახლოებით 230 მილიონი დოლარის) ინვესტიცია განეხორციელებინა.
4. 2013 წელს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირებების ნაწილობრივ შესრულების მიზნით, ენერგეტიკის სამინისტრომ „ინტერ რაოს“ შესთავაზა ელექტროენერგიის ტარიფის მცირედით შემცირება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც თვეში 100 კილოვატსაათამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ. სანაცვლოდ გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომელმაც კომპანიას მოუხსნა ადრე ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებები-როგორც „თელასში“ ინვესტირების, ისე ხრამზე სამი ახალი ჰესის აშენების მიმართულებით.
5. სწორედ ამ ხელშეკრულებაში ჩაიწერა სახელმწიფოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება-ლარის გაუფასურების შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა. ეს პირობა ვრცელდებოდა როგორც „თელასზე“, ისე ხრამი 1-ისა და ხრამი 2-ის ჰიდროელექტროსადგურებზე. სწორედ ამ დებულებას დაეყრდნო „ინტერ რაო“ საერთაშორისო არბიტრაჟში და სწორედ ის გახდა საქართველოსთვის 139-მილიონიანი ვალდებულების დაკისრების საფუძველი.
6. მომდევნო წლებში ლარი დოლართან მიმართებით თითქმის ორჯერ გაუფასურდა-1.65-დან 3.20-მდე. „ინტერ რაომ“ მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფების გადახედვა, თუმცა „სემეკმა“ ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდში არ მიიღო. მოგვიანებით დენის ტარიფი მაინც გაიზარდა, თუმცა კომპანიამ უკვე საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა და 200 მილიონი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა. საბოლოოდ, საქართველოს 139 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
7. იმ დროის ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მიერ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები დღემდე გასაიდუმლოებულია. მათი შინაარსის ნაწილი მხოლოდ საარბიტრაჟო პროცესებში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების მეშვეობით გახდა ცნობილი.
8. შედეგად, თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის იმდროინდელი შემცირება დროებითი და შეზღუდული აღმოჩნდა. მომდევნო წლებში ტარიფები კვლავ გაიზარდა, ხოლო სახელმწიფომ გაცილებით მძიმე ფინანსური ტვირთი მიიღო.
9. აღნიშნულ პროცესებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც იმდროინდელ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს, ისე „სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანიას, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
10. რუსული კომპანიის სასარგებლოდ განხორციელებული დათმობების შეფასება მხოლოდ არაკომპეტენტურობით რთულია. დამატებით კითხვებს აჩენს ის გარემოებაც, რომ საარბიტრაჟო დავების პარალელურად, 2020 წელს, სახელმწიფომ „თელასში“ საკუთარი 25-პროცენტიანი წილი სწრაფად გაყიდა კახა კალაძესთან დაახლოებულ პირზე. ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფომ დაკარგა „ინტერ რაოზე“ გავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი.
ამ ყველაფრის შედეგად საქართველომ დაკარგა ასობით მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი. ამას დაემატა საერთაშორისო დავებზე გაწეული მილიონობით ლარის საადვოკატო ხარჯიც.
კიდევ უფრო მძიმეა „ნამახვანის“ საქმე. არსებული სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევს. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. ამ ეტაპზე მხოლოდ გადახდის ვადებია დასადგენი.
139 მილიონი დოლარი „ინტერ რაოსთვის“, 400 მილიონ დოლარზე მეტი „ნამახვანისთვის“, გაუქმებული საინვესტიციო ვალდებულებები, ჩაშლილი ენერგეტიკული პროექტები და საბოლოოდ გაზრდილი ტარიფები-ეს არის იმ ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ატარებდა.
ენერგეტიკის სფეროში მიღებული ყველა გადაწყვეტილება, რომლებმაც სახელმწიფოს მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა, აუცილებლად გახდება მომავალში სრულყოფილი სამართლებრივი შეფასებისა და გამოძიების საგანი. ამ პროცესებში მონაწილე ყველა პირს კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
  • თინა რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
  • “ამ პროცესებში მონაწილე ყველა პირს კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს” – რას წერს რომან გოცირიძე?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge