სუს-ი “იმედის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“ტელეკომპანია “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების – “მაესტროსა” და “ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა.
გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.
შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება” – წერს სუს-ი.