“თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 15 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე:
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), მეტრო „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის, სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის, ქვიშხეთის, ჯაფარიძის (ნაწილობრივ), ბუაჩიძის, ქევხიშვილის, გურამ გაბისკირიას, გუდამაყრის, თიანეთის, მუხაძის, ჩარგლის, ქვიშხეთის, ქსნის და ჯინჭარაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სარაჯიშვილის გამზირის, ლიბანის, ბარალეთის, წერეთლის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, დავითაშვილის და ლიახვის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, ზურაბიშვილის, ჩაჩუას, დევერის, გუჯარეთის, შორაპნის, მელაანის, დოესის, კოშკოვანის, ლოსაბერიძის, აწყურის, ჭიჭინაძის, გარეკახეთის, საბანაკოს, დაისელის, ციმაკურიძის, გვენცაძის, კობარეთის, აბრამიშვილის, ძეგლევის, თანდაშვილის, ლეხ კაჩინსკის, ხელთუფლიშვილის, ცუცხვათის, თელავის, ჯორჯ ბუშის, პაპიაშვილის და ნოსირის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს და დიდუბის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, დიღმის მასივის I, II, III კვარტლების, რობაქიძის გამზირის, გამსახურდიას გამზირის, პეკინის გამზირის, ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიის, ცინცაძის, იყალთოს, ბახტრიონის, გამსახურდიას, საბურთალოს და ბაქრაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.