არავის აინტერესებს, მე ვინ მაყენებს შეურაცხყოფას. თითქოს მე ვაყენებ ვინმეს შეურაცხყოფას, მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მე ვდგავარ დაჩაგრული ხალხის გვერდით, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა.
“დიტო სამხარაძე, რომელმაც მე შეურაცხყოფა მომაყენა, შეურაცხყოფა არის, როდესაც დიტო სამხარაძე არქიმანდრიტს ეძახის გოთვერანს, შევახსენებ მამა ანდრიას და ყველას, ვისაც ევალება ჩემი დაცვა, ამის გამო, დიტო სამხარაძეს მოციქულთა 56-ე რჯულის კანონის მიხედვით, უნდა აეკრძალოს ზიარება, მაგრამ ეს არავის აინტერესებს, მე ვინ მაყენებს შეურაცხყოფას.
თითქოს მე ვაყენებ ვინმეს შეურაცხყოფას, მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მე ვდგავარ დაჩაგრული ხალხის გვერდით, ჩემი საქარველოს, ჩემი მართალი ხალხის გვერდით და მე დავდგები იქ ბოლომდე! ვიქნები მღვდელი, არ ვიქნები მღვდელი ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არ ვიცი, შეიძლება მამა ანდრიასთვის მღვდლობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჭეშმარტიბას, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ჭეშმარიტებას ჰქონდა უფრო დიდი მნიშვნელობა ვიდრე სტატუსს”. – განაცხადა არიქმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.