საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები ქოჯაელის სტადიონზე თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“საკმაო პერიოდი გავიდა დორტმუნდის თამაშის შემდეგ და ერთმანეთს სექტემბერშიც შევხვდით. იმ თამაშებში ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რომელიც აღარ უნდა გამეორდეს. ამაზე კარგად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, შეხვედრას სრული მზადყოფნით ვხვდებით. წინა შეხვედრაზე 3:0 ვიგებდით, მაგრამ შემდეგ კინაღამ ყველაფერი შეიცვალა. ასეთი გართულებები თავიდან უნდა ავიცილოთ და აღარ დავუშვათ, რომ ამდენი შეცდომა დავუშვათ. მთელმა გუნდმა შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს. საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში დიდი პროგრესი განიცადა და ეს ვილი სანიოლის დამსახურებაა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ქართველები თავიდანვე მაღალი პრესინგით გვეთამაშებიან, აგრესიულად შემოგვიტევენ და ეცდებიან, ძალები ბოლო წუთებისთვისაც შემოინახონ“ – განაცხადა მონტელამ.