“იმ კომისიაში, სადაც მამა ანდრია არის არ შეიძლება ჩემი მისვლა, რადგან ის ჩემთან პრიდაპირ არის დაკავშირებული და თან ჩემს დასჯას აპირებს და თან გამოსასწორებულად. მე მამა ანდრიას ვეტყვი, რომ თავისი თავი გამოასწოროს და ჩემს გამოსწორებას დაანებოს თავი. რაც შეეხება კომისიას, ეს კომისია არის ზნეობრივი კომისია. მე ზნეობრივი გადაცდომა არ მქონია. ჩემი საჯარო განცხდებები თუ თქვენ არ მოგწონთ, მაშინ მომმართეთ წერილობით. თუ არასწორია, უნდა განიხილოს სინოდალურმა კომისიამ და არა ანდრია ჯაღმაიძემ. მე მაგის კომპეტენციაში ეჭვი მეპარება, რომ მან საერთოდ იცის ქრისტიანობა, მე არა ვარ მოვლენილი ერის მოსანათალად. მე ერს ვუცხადებ ჭეშმარიტებას და მართალი ხალხის გვერდით ვდგავარ. ამას მე მღვდლობითაც გავაკეთებ და მღვდლობის გარეშეც გავაკეთებ. ძალიან უნდა მამა ანდრიას რომ გავჩმდე, მაგრამ ვერ გამაჩუმებს. უნდა ბიძინა და მთავრობა ვაქო, როგორც თვითონ აქებენ და დავდუმდე ბიძინას პატრიარქის მიმართ გინებზე, მაგრამ არ დავდუმდები, დისციპლინარული გადაცდომა მას აქვს ბევრი და რაც უნდა ის გააკეთონ. ქრისტემ უთხრა იუდამ, როცას იუდას გაცემა ჰქონდა გადაწყევტილი, მდიი და გააკეთეო, მეც იგივეს ვეტყვი”, – ამბობს მამა დოროთე.
მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ზნეობრივ კომისიაზე მისვლას არ აპირებს – ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი ამბობს, რომ ზნეობრივი გადაცდომა თუ ვინმეს აქვს, ეს თავად ანდრია ჯაღმაიძეა.