აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და “ჰამასს” შორის სამშვიდობა შეთანხმებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ომი დასრულდა.
მისი თქმით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შენარჩუნდება.
„მე კარგად ვაგვარებ ომებს. კარგად ვამყარებ მშვიდობას.
ვფიქრობ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნდება.ხალხი დაიღალა ამით. ეს საუკუნეებია, რაც გრძელდება.” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.