ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირში უმძიმესი ტენდენციებია. პირველ რიგში, ეკონომიკური და ასევე ისეთი ტენდენციები, რომელიც უკავშირდება ევროპული იდენტობის დაკარგვას.
“ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმ უმძიმეს ტენდენციებზე, რასაც ვხედავთ ევროკავშირში. პირველი ეს არის მძიმე ეკონომიკური ტენდენციები და მეორე არის ტენდენციები, რომელიც უკავშირდება ევროპული იდენტობის დაკარგვას. და ეს არის სრულიად მიზანმიმართული პროცესი, რომელიც გარედან არის ევროპისთვის თავსმოხვეული. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. სტატისტიკა არის დამძიმებული ბევრი მიმართულებით და აქ საუბარია საერთოდ კატასტროფულ მოვლენაზე, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის შეცვლა, ხომ. სადამდე მიიყვანეს ევროპა და ევროკავშირი ამას ხედავს ქართული საზოგადოება. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები შეჩერდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროპას ემუქრება კიდევ უფრო მძიმე საფრთხეები.
ამის შესახებ კობახიძემ განაცხადა: “ზოგადად ჩვენთვის არის შემაშფოთებელი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ის ტენდენციები, რასაც ვხედავთ ევროპაში. თუ როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ტენდენციებს, ამაზე ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას. დღეს რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება.” – განაცხადა ირაკლი კობახიძე.