Tuesday, July 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება…” – რას ამბობს ანა წითლიძე

July 28, 2026
“დიდი ალბათობით, ყრილობაზე არ დაისმება „ოპოზიციის ალიანსში“ „ნაცმოძრაობის“ დარჩენის საკითხი …” – ანა წითლიძე

აშშ-ის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეს რეაქცია ნათლად მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ საქართველოს გადარჩენა იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ბიძინა ივანიშვილის გარეშე შესაძლებელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომელშიც საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო შეშფოთებაა გამოთქმული.

მისივე თქმით, აშშ არ ალაგებს ურთიერთობებს იმ რეჟიმებთან, რომლებიც ჟურნალისტებს აკავებენ გამოხატვის თავისუფლების გამო, საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობენ და ქვეყანას აქცევენ იზოლაციაში.

„ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. როდესაც ჟურნალისტებს, ვახო სანაიას და მზია ამაღლობელს აკავებენ გამოხატვის თავისუფლების გამო, ცხადია, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ექნებათ ის რეაქცია, რაც ჰქონდა აშშ-ს. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ ვერ დაალაგებენ ურთიერთობებს ვერც აშშ-თან და ვერც ევროკავშირთან ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ისინი იმ რეჟიმებთან, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების გამო აკავებენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს, იმ რეჟიმებთან, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რომლებიც წამლავენ, ასისხლიანებენ და ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე და იზოლაციაში აქცევენ საკუთარ ქვეყანას, აკარგვინებენ ყველაზე მთავარ ევროპულ მომავალს, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს თავისუფლებასთან და ეროვნულ იდენტობასთან, არ ალაგებენ ურთიერთობებს. აშშ-ს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეს რეაქცია ნათლად მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ საქართველოს გადარჩენა იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ბიძინა ივანიშვილის გარეშე შესაძლებელი. ამ გადაწყვეტილებას დარწმუნებული ვარ, მოჰყვება აუცილებლად კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები აშშ-გან. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რიტორიკას, როცა ატყუებდნენ თავის ამომრჩევლებს, თითქოს ბაიდენის ადმინისტრაცია იყო მათზე გადაკიდებული. ურთიერთობებს მაშინ დაალაგებდნენ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდოდა. ეს არის განცხადება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაკეთდა და გაკეთდა ძალიან მწვავე ენით, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება არის გამოხატვის თავისუფლება და არანაირი კავშირი მას დემოკრატიასთან და განვითარებასთან არ აქვს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, როგორც აშშ-ის საელჩოში „რადიო თავისუფლებას“ განუცხადეს, ისინი მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად. ამის შესახებ განცხადება საელჩომ ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავების კონტექსტში დასმულ კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ არის ძალიან დიდი ბულინგი…” – რას ამბობს გიორგი ქართველიშვილი
  • “ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას არანაირად, პირიქით…” – რას ამბობს გიორგი ქართველიშვილი
  • დააკავეს კაცი, რომელმაც დაზარალებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო გაუვრცელა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge