ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბერს დაკავებულებთან დაკავშირებით მედიასთან ამბობს, რომ გაიზრდება დაკავებულთა რაოდენობა, და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმტკიცით ვისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელი იქნება.
“სავარაუდოდ გაიზრდება [დაკავებულების რაოდენობა] გამომდინარე იქიდან, რომ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობების შესახებაც. ყველას ვაფრთხილებდით, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე გვქონდა მანამდე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე ვინც იქნება იდენტიფიცირებული, მიეცემა პასუხისგებაში, შესაბამისად ლოგიკურია რომ უნდა ველოდოთ რიცხვის გაზრდას”, – ირაკლი კობახიძე.