თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში 4 პირს – ამირან დოლიშვილს, ირაკლი ჩხვირკვიას, გიორგი ქორქიას და ზაქრო ალბუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან, მათი თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხე.
ოთხივე ბრალდებულს ბრალი ორი მუხლით ედება – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.