გუშინ გვიან ღამით ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი საპატიმროდან 20 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლდა. მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და მის გარშეემო განვითარებულ მოვლენებსა და ხალხის მხრიდან მხარდაჭერაზე ისაუბრა.
“რადიო, პრესა, ტელევიზიები, ჩემი კოლეგები, ახლობლები, ნუ ოჯახზე აღარ მაქვს ლაპარაკი – მე დროც აღარ მქონდა ამდენი, მაგრამ გადავხედე facebook-ს, ამიტომ ყველას დიდი მადლობა და დიდი ბოდიში, რომ შეიძლება ყველას ვერ ჩამოვურეკო, იმიტომ რომ იმდენად ბევრი არიან და თან ტელეფონი არ მაქვს, ტელეფონი ჯერ-ჯერობით დატუსაღებულია… თურმე ამისთვის ღირს ცხოვრება. არაფერი არ დამთავრებულა. გამოვედი, მხნედ ვარ, ჩემში არაფერი არ შეცვლილა…
გუშინ რომ აქცია იყო, ეს ვნახე მე. მედიკებმა რა დაამტკიცეს? თანაცხოვრება ადრე თუ გვიან ხომ უნდა დავიწყოთ?! ამიტომ იქ იყო სხვადასხვა გემოვნების, პოლიტიკური გემოვნების პიროვნებები, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან, ჩემი გაზრდილები არიან, ზოგი თანატოლები ვართ, ზოგი ჩემზე უფროსია. აი, მედიკებმა აჩვენეს თანაცხოვრება როგორ უნდა იყოს. ეს ხომ უნდა ვისწავლოთ, არა?!
შეიძლება პირდაპირ გამოშვებაც. თავდებში ისეთი ხალხი იდგა, მე ახლა პრესას რო ჩავხედე და გადავხედე გვერდებს, ისეთი ხალხი, რომ თავდებში შემიძლია დავდგე, შესაძლებელი იყო თავდებშიც გამოვეშვი. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს იყო საშუალო, ოქროს სტანდარტი, რითაც გამოვიდა ეს. […]
მე უხეშობა მაგათგან [პოლიციელებისთვის] არ შემიტყვია და მაგათ თვალებში ამოვიკითხე, რომ მაგათთანაც შეიძლება თანაცხოვრება. მაგათაც სურთ ეს სხვადასხვა მიმართულების, გემოვნების თანაცხოვრება. აგრესია ყოველ შემთხვევაში ჩემზე ვერ დავინახე. […]
აგრესიული არასდროს ვყოფილვარ, არც გუშინ, არც დღეს და არც ხვალ არ ვიქნები. ის, რასაც ამბობდნენ, არც ვმალავ მაგას, არც მაშინ დამიმალია. ვიდექი ქუჩაში, აქციებზე კიდევ ვიქნები და იქ, რასაც ვასრულებდი, აგრესია არავის მიმართ არ ყოფილა. იქ მე ვასრულებდი იმ წუთში, ლაპარაკი სადაც არის, იქ მე ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას.” – თქვა ექიმმა გიორგი ჩახუნაშილმა.
