Friday, October 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ის გამოკითხვაზე დაიბარეს

October 10, 2025
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ის გამოკითხვაზე დაიბარეს

ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის სუს-ის წარმომადგენლებმა ის გამოკითხვაზე დაიბარეს.

მისივე თქმით, თანახმაა, რომ მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხოს.

“18:55 წუთზე მოვიდნენ სუსის გამომძიებლები და დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს, 19:00 საათზე. ვუთხარი რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო. უბარლოდ შოკში ვარ”, – წერს ჯანდიერი სოციალურ ქსელში.

რამდენიმე საათით ადრე, პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, პენიტენციური სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსან გიორგი ქემოკლიძესა და ბიზნესმენს შორის შემდგარი გარიგების შუამავალი სწორედ ჯანდიერია.

სამთავრობო მედია ასევე ამტკიცებს, რომ ადვოკატს “ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურთანაც” ჰქონდა კონტაქტი.

ჯანდიერმა აღნიშნულს “ბინძური და შეკვეთილი უწოდა” და თქვა, რომ ეს ყოველივე მის დისკრედიტაციასა და პროფესიულ საქმიანოაბზე ზეგავლენის მცდელობას ემსახურებოდა, მათ შორის “უპირველესად ბაჩიაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის კონტექსტს.”

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, “ოცნების” პროკურატურამ პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს ბრალდება დღეს წარუდგინა.

უწყება ირწმუნება, რომ მან “ბოროტად გამოიყენა” უფლებამოსილება გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ, რათა მას პირადი ინტერესებისთვის გამოეყენებინა ბიზნესმენის სავარაუდო ცემის ფაქტი.

უფრო კონკრეტულად, პროკურატურა აცხადებს, რომ ქემოკლიძემ, გიორგი ბაჩიაშვილთან შეთანხმებით, ამ უკანასკნელის საკანში ორჯერ შეასახლა პატიმრები, რისი მიზანიც, ბიზნესმენის “ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაციის მოწყობა” იყო.

განცხადების მიხედვით, დაკავებულს შინაპატიმრობა ან თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

მისი ადვოკატის თქმით, გიორგი ქემოკლიძე ბრალს არ აღიარებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა საქმესთან დაკავშირებით დაკითხა სუს-მა პაატა ბურჭულაძე?
  • სუს-ის წარმომადგენლები ზოდელავასა და ბურჭულაძესთან გამოკითხვაზე იმყოფებიან
  • გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000- ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge