Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემი აზრით, არსებობს ორმაგი აგენტი ან აგენტების ჯგუფი” – რა განცხადებას ავრცელებს პაატა ბურჭულაძის შვილი

October 8, 2025
“ჩემი აზრით, არსებობს ორმაგი აგენტი ან აგენტების ჯგუფი” – რა განცხადებას ავრცელებს პაატა ბურჭულაძის შვილი

პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრუ ბურჭულაძემ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა ინფორმაციას, რომ გდდ-ს თანამშრომლები ხალხის მხარეს დადგებოდნენ, რაც საბოლოოდ გამოიწვევდა ხელისუფლების გადაბარებას, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რაც მას უჩენს ეჭვს, რომ არსებობს ორმაგი აგენტი ან აგენტების ჯგუფი, რომლებმაც ეს ინფორმაცია მიაწოდეს მას.

„პაატა იყო დარწმუნებული იმაში, რომ ეროვნული კრება იქნებოდა მშვიდობიანი და უნდოდა მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარება, საჯაროდაც ამბობდა პაატა რომ არიან მაღალჩინოსნები, გდდ-ის თანამშრომლები, რომლებიც ჩვენ მხარეს არიან და ამბობენ რომ ბევრი ხალხი თუ გამოცა ჩვენც გადმოვალთ თქვენს მხარესო, იმიტომ რომ აღარ შეგვიძლია ოლიგარქიაში ცხოვრებაო, ასეთი მოლოდინი იყო, მაგრამ საიდან ეს ინფორმაცია, ამის საქმის კურსში ჩვენ პაატა არ გვაყენებდა.

როდესაც ვეკითხებოდით რაღაცებს, ის გვიამედებდა რომ ყველაფერი იქნებ კარგად და ის დარწმუნებული იყო ამაში რომ ყველაფერი იქენება მშვიდობიანად და ეს ყველაფერი რაც მოხდა – ეს მათი გეგმა არ ყოფილა. ამას ახლა ღალატს დავარქმევთ თუ სპეცოპერაციას დავარქმევთ… ჩემი აზრით იყო ისეთი ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჰპირდებოდნენ ამ მოქმედებას როგორიც არის გდდ-ის თანამშრომლების გადმოსვლა, რასაც მთლიანობაში უნდა მოეყვანა იდეალურად როგორც დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი, რასაც აანონსებდნენ, ეს არ მოხდა. ან ორმაგი აგენტი იყო ან ორმაგი აგენტების ჯგუფი რომლებმაც დაპირდნენ და შემდეგ არ გააკეთეს, ჩემი ვარაუდი არის ეს. ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც პაატა იყო დარწმუნებული, რომ მოხდებოდა. ძალიან ბევრი უცნაური გარემოება არსებობს, მაგალითად ის თუ როგორ შეიძლება რომ 5-10-მა ახალგაზრდა ადამიანმა რაც არ უნდა ძლიერები იყვნენ ისინი საპრეზიდენტო რეზიდენციის ღობე ასე მარტივად ჩამოანგრიოს, შეუძლებელია. მანქანასაც რომ მიაბა, მანქანამაც წესით ვერ უნდა შეძლოს ეგეთი რაღაცა, თან როცა პაატა ჩავიდა იქ უკვე დახვდა ეს ყველაფერი, წამებში… წინასწარ იყო ჩემი აზრით ეს ყველაფერი გამზადებული, ჩემი აზრით აქ ბევრად უფრო ძლიერი და გამოცდილი სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი ვიდრე ქართული სპეცსამსახურები…

ჭიშკარი ვერ ჩამოაგდეს, ეს არის უცნაური, ჭიშკარი წესით და რიგით უფრო მარტივი ჩამოსაგდები უნდა იყოს ვიდრე ის ღობე რომელიც არ მოძრაობს და ბეტონში არის ჩაბეტონებული. მერე მე მოგვიანებით ჩავედი, უკვე ეს მომხდარი იყო და იქედან ვხედავდი რომ ჭიშკარს იქეით-აქეთ აქანავებდნენ და ჭიშკარი არ ჩამვარდა, ეს ძალიან უცნაურია”, – ამბობს შუქრი ბურჭულაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს განცხადებას ავრცელებს
  • ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge