“ივანიშვილი ქმნის მართულ ქაოსს” – ამის შესახებ პარტია “თავისუფლების” მოედნის წევრმა, გიორგი შაიშმელაშვილმა განაცხადა და “ქართულ ოცნებაში” საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის “უპორტფელო სამინისტროში” გადაყვანა “იმ ტიპის დაქვეითებაა, რომლის გაცოცხლება შეუძლებელი იქნება”.
არსებობს ავტორიტარიზმები, რომელიც რაღაც ტიპის ნომენკლატურაში სტაბილურობას ქმნის და არსებობენ ლიდერი და პლუს სხვა ელიტა. ივანიშვილი ქმნის, დასაწყისიდანვე ასე აკეთებს, მართულ ქაოსს, საკუთარი ხელით მართვად ქაოსს შიგნით იმისთვის, რომ არ გაჩნდეს ერთი კონკრეტული ელიტა, რომელმაც შეიძლება მისი ძალაუფლება გამოწვევის წინაშე დააყენოს იმიტომ, რომ მას მუდმივად აქვს ეს შიშები.
პლუს ამით იგებს, რომ ამ ადამიანების პერიოდული როტაციით გარკვეულ ახალ სიცოცხლეს იძენს ხოლმე იმიტომ, რომ როგორც წესი პრემიერ-მინისტრების ცვლით აკეთებდა აქამდე ამას. ამ შემთხვევაშიც არ გამოვრიცხავ, რომ მდინარაძის შეცვლა შემდეგში რიგში აღმოჩნდეს კობახიძე.
მე მგონია, რომ მდინარაძე, მე ასე ვუყურებ ამ ამბავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უპორტფელო სამინისტროში ადამიანის გადასროლა იმ ტიპის დაქვეითებაა, რომლის გაცოცხლება შეუძლებელი იქნება,” – განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.
21 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მამუკა მდინარაძეს სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი გელა (გეკა) გელაძე შეცვლის. თავად მდინარაძე კი ახალი სამინისტროს „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ინიშნება. მას ამავდროულად ექნება ვიცე-პრემიერის თანამდებობაც.
