არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპროტესტო აქციაზე იმყოფება სხვა სასულიერო პირებთან ერთად.
„სხვა გზა არ არის, ქვეყანა უნდა დაიბრუნოს ხალხმა. შეუძლებელია ამდენი მილიონი ადამიანი ერთმა კაცმა გვმართოს და არც ჩვენ მივცემთ ამის უფლებას.
ხუთჯვრიანი დროშა არის ქრისტეს ჭრილობების აღმნიშვნელი. ჩვენმა წინაპრებმა ეს დროშა იმიტომ შექმნეს, რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევდა ქრისტეს ჭრილობების ტვირთვა. და დღეს, ჩვენ ამ დროშის, ღმერთის და ქრისტეს იმედად გვინდა, რომ საქართველო გავათავისუფლოთ იმ ჭრილობებისგან, რომელიც მტერმა მიაყენა, რადგან ჩვენი ქვეყანა საფრთხის წინაშეა. ჩვენ დამოუკიდებლობა კი გვაქვს შენარჩუნებული ფორმალურად, მაგრამ არ ვართ დამოუკიდებლები იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ადამიანები არ მართავენ საქართველოს. ამიტომ საქართველო ეკუთვნის ხალხს. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი და ყველა სამართალდამცველი ვალდებულია, ძალაუფლების წყაროს დაემორჩილოს და მათი ნება შეასრულონ და არა ერთი ადამიანის. არ გადადგან ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯი, როგორც ეს გაუკეთებიათ. ახალგაზრდების გუშინდელი სისხლი იყოს ბოლო. მე მჯერა გამარჯვების, ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს” – განაცხადა არქიმანდრიტმა მედიასთან საუბრისას.