ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე 4 ოქტობერთან დაკავშირებით ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
კობახიძის თქმით, გამოყენებული იქნება მაქსიმალური ძალა, რაც დასჭირდება კანონის დაცვას.
მან ასევე განაცხადა, რომ თუ წინა შემთხვევაში იდენტიფიცირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 3 პროცენტი, ახლა იდენტიფიცირების მაჩვენებელი იქნება ბევრად უფრო მაღალი.
“ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული მაქსიმალური ზომები იმისთვის, რომ არ მოხდეს ინციდენტები. რაც შეეხება მოძალადე მომიტინგეებს, უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად. თუ წინა შემთხვევაში იდენტიფიცირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 3 პროცენტი, ახლა იდენტიფიცირების მაჩვენებელი იქნება ბევრად უფრო მაღალი. აქედან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, არ გააკეთონ ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება, მრავალი წლით მოხვდნენ ციხეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.