სავარაუდო ფიზიკური ანგარიშსწორება დუშეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატზე – პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი თანიაშვილზე თავდასხმის ფაქტი “პირველებმა” მოყვა.
სისხლნაჟღენთები თავისა და ზურგის არეში და ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა – თანიაშვილს ხელში აქვს ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც ცემის შედეგად მიყენებულ დაზიანებებს ასახავს. ეს დასკვნა ახლა სხვა მტკიცებულებებთან ერთად პროკურატურას მაგიდაზე უდევს.
ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მთავარი ეჭვმიტანილი ოცნების მერობის კანდიდატია. დამოუკიდებელი კანდიდატი, გიორგი თანიაშვილი ამბობს, რომ კახაბერ ჩიტაურმა მას პირადად დაურეკა და საქმის გასარჩევად დაიბარა. ადგილზე მისულს კი ხუთი პირი სასტიკად გაუსწორდა. ჩიტაური ბრალდებებს უარყოფს. დამოუკიდებელი კანდიდატი კი არ გამორიცხავს, რომ დუშეთში მომხდარი თავდასხმა მის არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდებოდეს.
ახლა პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, წაუყენებს თუ არა, ბრალს “ქართლი ოცნების” მერობის კანდიდატს კახაბერ ჩიტაურს.
