ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, რომელსაც პროკურატურამ მუქარის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება, საპატიმროდან წერილს აქვეყნებს.
“მეგობრებო, მადლობას გიხდით ყველას, ვინც გვერდში მიდგას ამ პატარა ბოროტ, მშიშარა კაცუნების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მათ ეგონათ, რომ ჩემი ციხეში გამოკეტვით და წამებით შემაშინებდნენ, ამიკრძალეს ლოგინად ჩავარდნილი 84 წლის ავადმყოფ დედასთან დარეკვა და ამ ბოროტებით ტკბებიან ეს “დოქსოპულოები’’, – წერს ელიზბარაშვილი.
თავის განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ შვიდივე პირმა, ვისთანაც რესტორანში დაპირისპირება მოუვიდა, ადვოკატი აიყვანა და თამაზ ელიზბარაშვილს უჩივიან.
