“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან გიორგი ბაჩიაშვილსი მშობლების მიმართ დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ” ამას ქვია ოჯახური ფასეულობები ქოცურად.”
“გიორგი ბაჩიაშვილთან რასაც ახლა ქოცები კადრულობენ, ამაზე ანტი ქართული, ამაზე ქართული ტრადიციების შეურაცხმყოფელი, ამაზე ბოროტი რამე თუ არსებობს? შვილს რომ ფული ამოსძალონ (შვილს რომელიც ისედაც ტყვეობაში ყავთ) , მის მშობლებს 9 დან 12 წლამდე მუხლით ბრალს უყენებენ და ეს ყველაფერი არაა: ერთ-ერთი მშობელი ივანიშვილის ოჯახის ექიმი (თუ არ მეშლება, ოფთალმოლოგი) იყო სულ ცოტა ხნის წინ.
აი, ამას ქვია ოჯახური ფასეულობები ქოცურად.
შემდეგი ვინ არიან? შვილები და მეუღლეები? და სრულწლოვანი შვილიშვილები ეყოლება ვინმეს, კარგად მოიძიეთ”- წერს ნიკა გვარამია.
სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გიორგი ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი და მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი საქართველოში არ იმყოფებიან. მათ ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.