“ივანიშვილის გუნდის მზად არის, არა მხოლოდ კონკრეტული პირები, არამედ მათი მშობლებიც დაიჭიროს და ქონებაც ჩამოართვას, თუ ისინი მას არ დაემორჩილებიან”- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილის დედამ მარინა რამაზაშვილმა პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების შემდეგ.
ის ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მისი ოჯახის წინააღმდეგ არ იქნა მიღებული და “ოცნების” ხელისუფლება მას გაფრთხილებად იყენებს საკუთარი თანამოაზრეებისთვისაც.
მარინა რამაზაშვილი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ “დროა, გადააგდო ბორკილები”.
“შვილმა რომ მშობელს ოროთახიანი ბინა აჩუქოს, თუ დანაშაულია, მაშინ დასაჭერი ყოფილა მთელი ქოცობა, მთელი მამულები აქვთ გადაფორმებული მშობლებზე. ასე რომ, დიდი გაფრთხილებაა ეს მისი თანამოაზრეებისთვის, რომ იცოდეთ, რომ თქვენ კი არა, თქვენს მშობლებსაც დავიჭერთო და ყველაფერსაც წაგართმევთო, თუ არ დამემონებითო, მოკლედ. ისე, სჯობს, მონობიდან მალე გავთავისუფლდეთ და გადავყაროთ ეს ბორკილები.
მე მინდა, მივმართო პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ქართველ დედებს, მინდა, მივმართო სრულიად საქართველოს, რომ დროა, გადავყაროთ მონობის ბორკილები. ხვალ ყველას სათითოად მოგადგებიან. ხალხო, არ შეიძლება, ეს კაცი ნორმალური აღარ არის. ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ, როცა ვიცნობდი და იმედია, ძალიან კარგი ახალაგზრდები არიან ახლა და არაფერი დანაშალი არ მიუძღვით იმის, რომ მამამისმა, მაგალიტად, გადაუფორმა მათ ქონებები, ბანკები, სახლები არ ვიცი კიდევ რა ქონება აქვთ, არ მაინტერესებს. გამოდის, რომ ისინი პოტენციურად ხდებიან 12 წლიანი პატიმრები ცოტა ხანში, – ამბობს მარინა რამაზაშვილი.
სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გიორგი ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი და მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი საქართველოში არ იმყოფებიან. მათ ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.