Monday, September 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

September 29, 2025
“რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ” – მიხეილ სააკაშვილი

“ჩემზე საქმის აღძვრა და ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ციხეში გამწესება, იქ კი წამება და მოწამვლა, გათვლილი იყო თანამებრძოლების საბოლოო დათრგუნვაზე და საერთოდ დაჭერების ნორმად დანერგვაზე” – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

“უნდა მივულოცო მოლდოვას გამარჯვება – ჩვენი შეცდომა არ გაიმეორა. ეს არის პუტინისა და „ქოცების“ მარცხი.

რაც შეეხება დღევანდელ ე.წ სასამართლოს, მას ჰქვია 4 ოქტომბრით შეშინებული ქართველი ხალხით „დამანდრაჟებული“ კრიმინალური „კლანის“ მორიგი საცირკო წარმოდგენა. საქმე იმაშია, რომ ეს „სასამართლო“ უკვე ივლისში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ როცა გაისმა 4 ოქტომბრისთვის მოწოდება, სასწრაფოდ გადატანილი იქნა 4 ოქტომბრის კვირისთვის, რათა თქვენ პატრონს მისი ჭკუით დაეშინებინა ქუჩაში გამომსვლელი ხალხი. ამის სათქმელი კი ის არის, რომ თუ სააკაშვილის დაჭერა შეგვიძლია, ესე იგი ყველას დაჭერა შეგვიძლიაო.

ჩემზე საქმის აღძვრა და ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ციხეში გამწესება, იქ კი წამება და მოწამვლა, გათვლილი იყო თანამებრძოლების საბოლოო დათრგუნვაზე და საერთოდ დაჭერების ნორმად დანერგვაზე.

საერთოდ ივანიშვილის პოლიტპატიმრები იყოფა 4 ძირითად კატეგორიად: პირველი – მოსკოვიდან ბრძანებით დაჭერილები – მე, რომა შამათავა, სპეცრაზმელები და ოქრუაშვილი, რომელიც ახლა არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა მათ. მეორე – პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მეც და ლევან ხაბეიშვილიც. მესამე – საპროტესტო მოძრაობის აქტივისტები და „სინდისის პატიმრები“. მეოთხე – ის ხალხი, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებდა და მას თვალში არ მოუვიდა. ამათ განსაკუთრებით სასტიკად ექცევა – გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც მოწამლეს, ბაჩიაშვილი აცემინა.

მრავალ წელს მისჯიან იმისათვის, რაც ჩემი საკონსტიტუციო მოვალეობა იყო, განმეხორციელებინა ჩემი საპრეზიდენტო უფლებამოსილებები, წარმედგინა ქვეყანა უცხოეთში. უსმინეთ ივანიშვილის ზებრის გამოსვლას გაეროში [მიხეილ ყაველაშვილი]. აქ ჩემს დროს ჩამოვიდა ამერიკის სამი პრეზიდენტი, 2 ვიცე-პრეზიდენტი, 2 სახელმწიფო მდივანი, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები. მათი გამასპინძლების ხარჯები, ისევე როგორც ყველა სხვა ხარჯი, ოფიციალურად იყო დოკუმენტირებული და შესაბამისად, ოლიგარქის პროკურატურის მიერ უადვილესად აღმოსაჩენი იყო.

ამ ოფიციალურ დოკუმენტებს პირდაპირ მიაკრეს გაფლანგვის მუხლი და ეს გააკეთა ივანიშვილმა, რომელიც იძახდა, რომ 19 მილიარდი მქონდა მითვისებული, რომელმაც ღამე საკნიდან მერაბიშვილი გამოიყვანა და შესთავაზა გათავისუფლება ჩემი არარსებული უცხოური ანგარიშების ნომრების გადმოცემის ფასად.

კარგი რაც მოხდა, ხალხმა ამ წლებში დაიწყო კითხვების დასმა თუ სინამდვილეში რატომაა დაპატიმრებული სააკაშვილი, მათ შორის ისეთმა ხალხმა მოიკითხა ეს ამბავი, ვინც ადრე თვლიდა რადგან დაპატიმრებულია, ალბათ, მართლა რამე აქვს აქვს ჩადენილი და ახლა ამდენი სხვა ადამიანის დაჭერის შემდეგ როგორც იქნა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში ხალხს თურმე უდანაშაულოდ იჭერენ.

არც ის არაა შემთხვევითი, რომ განზრახული აქვთ ჩემი საყვარელი ვენახის და იქ მდგომი 70კვ. მეტრი სახლის ჩამორთმევა. ამ სახლის ხელა ამ კორუმპირებული ბანდის თითოეულ წევრს ტუალეტები აქვთ ქართველებისგან მოპარული ფულით აშენებულ სასახლეებში.

ყვარელს თქვენთვის დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს ვენახი გახდა რუსული ღვინის ემბარგოს მიმართ წინააღმდეგობის ცენტრი, სწორედ ამ ვენახში ტარდებოდა უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური მოლაპარაკებები. იქ საწნახელში იდგნენ ამერიკელი სენატორები, რომელთაც ქართულ ღვინოს „თავისუფლების სასმელი“ უწოდეს, პრეზიდენტები, პრემიერები, მინისტრები და მონაკოს პრინცი.

ამ ვენახის ჩამორთმევა, ისევე როგორც მთლიანად ეს სამარცხვინო სასამართლო პროცესები ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს – შურისძიებას იმის გამო, რომ მე დავამარცხე კორუფცია საქართველოში, შემდეგ სერიოზულად შევავიწროვე იმავენაირი კორუფცია უკრაინაში და საერთოდ ვითვლები მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან და კრიმინალთან ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მებრძოლად“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლემ სრულად გაიზიარა ფინანსთა სამინისტროს პოზიცია და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 მილიონამდე ლარის გადახდა დააკისრა.
სააკაშვილთან ერთად, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაევალა სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მსგავსი კამპანიის მიზანია სანახაობა მოუწყოს მასებს და შიში დათესოს თავისიანებში” – რას წერს რომან გოცირიძე
  • როდიდან გამოიდარებს საქართველოში? – მეტეოროლოგის პროგნოზი
  • მოძრაობა შეიზღუდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge