მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს:
“30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველოში ძირითადად მოღრუბლული ამინდი და პერიოდულად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
ჰაერი ისევ თბილი იქნება, თითქოს გაზაფხულია, მაგრამ სითბოში შემოპარული ნესტის სუნი მაინც გვაგრძნობინებს რომ შემოდგომაა…
3 ოქტომბრიდან – ისევ მზიანი დღეებია მოსალოდნელი, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც.
მოსალოდნელი სამდღიანი გაავდრებისას არ დაგვავიწყდეს, ამინდი ყოველთვის იმაზე მეტს ლაპარაკობს, ვიდრე ჩვენ გვგონია. წვიმის მოსვლა, მარტო ცის გადაწყვეტილება არ არის – ამას მიწაც გრძნობს, ჰაერიც და ადამიანიც…” – წერს კობა ფარტენაძე.