ირაკლი რუხაძემ ორ წამში ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა. „იმედის“ მფლობელი, რომლის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დიდ ბრიტანეთში ითხოვენ, ერთდროულად ამტკიცებს, რომ სანქციები არაეფექტურია და პარალელურად, საუბრობს მათი დამაზიანებელი შედეგების შესახებ.
მსხვილი ბიზნესმენები დღეს ღიად ბიძინა ივანიშვილის სამსახურში ღიად ჩადგნენ. ეს ის წრეა, რომელიც აქამდეც „ქართული ოცნების“ გვერდით იდგა, თუმცა საჯაროდ არავინ აღიარებს, ვინ იკისრა დასავლეთში ივანიშვილის ბიზნეს-ელჩობის როლი. განსაკუთრებით აქტიურად ნერვიულობს ნოშრევან ნამორაძე.
ივანიშვილი უკვე სანქცირებულია – ის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის შავ სიაშია შეყვანილი და ფინანსურ შეზღუდვებს ექვემდებარება. ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც სანქციები ძალაში დარჩა და დასავლეთთან კომუნიკაცია მის პოლიტიკურ გუნდს აღარ აქვს. სწორედ ამიტომ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახლა ივანიშვილი ცდილობს ფინანსების გადარჩენას და უფრო მკაცრი შეზღუდვების თავიდან არიდებას, რისთვისაც ბრიტანეთსა და აშშ-ში სპეციალური მისიით ბიზნესმენები ჰყავს მივლენილი.