Friday, September 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი განცხადებას ავრცელებს

September 26, 2025
მაკ-კეინის ინსტიტუტი ფიშერის საგარეოში დაბარებაზე განცხადებას ავრცელებს

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი, “ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ლევან ჟორჟოლიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, მან შეხვედრაზე დასვა ლეგიტიმური კითხვა, რომ გერმანიის მთავრობის დაფინანსება გათავისუფლებულიყო ე.წ. გრანტების კანონიდან.

ფიშერი წერს, რომ მან ამ კითხვაზე პასუხად უარი მიიღო. შესაბამისად, მისი თქმით, გერმანია თავის დაფინანსებას “იმ მეგობრებზე მიმართავს, რომელთაც დაბალი ადმინისტრაციული ხარჯი აქვთ.”

“მე ჩემი ინიციატივით შევხვდი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ ჟორჟოლიანს, რათა მეთხოვა, რომ გერმანიის მთავრობის მხრიდან გადასახადები გამონაკლისის სახით იყოს ქართულ გრანტების შესახებ კანონთან მიმართებაში, რადგანაც ეს უკვე შეთანხმებულია გერმანია-საქართველოს წინა შეთანხმებაში. ეს ლეგიტიმური იურიდიული კითხვაა. პასუხი: არა. გერმანია თავისი დაფინანსების ფოკუსს იმ მეგობრებზე მიმართავს, რომელთაც დაბალი ადმინისტრაციული ხარჯი აქვთ”, – წერს ფიშერი.

24 სექტემბერს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი დაიბარა, დღეს კი, 25 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი.

ქართული ოცნების საგარეოს დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარებაზე ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა, გუშინ პიტერ ფიშერთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ “შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას”.

ამასთან, საგარეოს განცხადებით, ელჩს “განემარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ” 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში”.

ელჩის დაბარებაზე კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და განაცხადა, რომ მტკიცედ გმობს ელჩის უსაფუძვლო დაბარებას და ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას პიტერ ფიშერის წინააღმდეგ.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბაღდათში სახლი დაიწვა – რა ხდება ადგილზე ამ წუთებში
  • ისრაელის პრემიერი განცხადებას ავრცელებს
  • რას გეგმავდა მაგდა პაპიძე, თუ მას შეიწყალებდნენ – ფრაგმენტი ინტერვიუდან

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge