მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაიაფდა.
Gold Price-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებამ დღიურ ჭრილში 30 დოლარით დაიკლო და 4 316 დოლარი გახდა. დღიურად ოქრო 0.7%-ითაა გაიაფებული.
ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 374 ლარია, 750 სინჯის – 280 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 219 ლარი ღირს.
