ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ერთი ავტომობილი გზაზე გაჩერებულ 6 მანქანას შეეჯახა, შედეგად ტროტუარზე მყოფი პირი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.