Friday, September 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კასპში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

September 26, 2025
კასპში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

კასპში მომხდარი უმძიმესი დანაშაულისთვის, სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი კაცი დააკავეს. 43 წლის ზურაბ ბურდულმა, ყოფილი ცოლი, 34 წლის თათია ლომინაძე სასიკვდილოდ გაიმეტა. კაცმა ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, ბენზინი შეასხა და მის დაწვას შეეცადა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. 

დანაშაული ე.წ. მირიანის დასახლებაში დღის 12 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ცეცხლმოკიდებული ახალგაზრდა ქალი სადარბაზოში დარბოდა და შველას ითხოვდა. მძიმე დანაშაული მამაკაცმა ყოფილი სიდედრის თანდასწრებით ჩაიდინა.

მეზობლები ამბობენ, რომ ცეცხლის ჩაქრობას ქალის სხეულზე 5 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ.

„ანთებული რაღაც ესროლა გოგოს, მოედო წამებში, დავიბენი, რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, ყვითელ ქვიშას ვაყრიდი, რომელიც იქვე ეყარა, მერე სახლში შევვარდი, ფარდა ჩამოვწყვიტე და გადავაფარე. უკვე მოდებული ჰქონდა ცეცხლი, 5 წუთამდე ეკიდა, მერე მეზობელმაც რაღაც ჩამოაგდო და ისიც გადავაფარე. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ მოხდა. ხელები, სახე დამწვარი ჰქონდა…“, – ამბობს კაცი, რომელიც ფაქტს შეესწრო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ზურაბ ბურდული მეუღლეზე წარსულშიც ძალადობდა. წყვილი ერთმანეთს 4 წლის წინ დაშორდა, მათ საერთო შვილი, 8 წლის გოგონა ჰყავთ. კაცი ცოლს შერიგებას სთხოვდა და ეჭვიანობის ნიადაგზე დროდადრო ფიზიკურად უსწორდებოდა. ზურაბ ბურდულს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.

„სამზარეულოში ვიყავი, შემომესმა მეზობელი კაცის განწირული ყვირილი… ცეცხლმოკიდებული თათია დავინახე, ასეთი რამ ფილმებში თუ მინახავს. თვალები სულ ამომწვარი ჰქონდა. გაშორებულები იყვნენ, არ ურიგდება და იმიტომ ექცევა ეგრეო, სცემსო, ეჭვიანობდაო. დედის თვალწინ სცადა მისი დაწვა. ძალიან კარგი გოგოა თათია, ვლოცულობთ, რომ გადარჩეს“,- ამბობენ ადგილობრივები.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ბურდულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
  • კასპში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge