მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, ახალ პროგნოზზე წერს:
„მომდევნო 2 დღის განმავლობაში, 26 და 27 სექტემბერს ამინდი შემოდგომისთვის დამახასიათებელი არამდგრადი და გრილი იქნება, დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან პერიოდულად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით.
დღის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19-დან +21°C-მდე იმერყევებს.
ეს ტემპერატურული ფონი კლიმატურ სტატისტიკასთან მიმართებაში ნორმაა და ამასთანავე კომფორტული.
სასიამოვნო დღეებს გისურვებთ“,- წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.