Tuesday, January 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

September 25, 2025
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარმოადგენდნენ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელ პირებს. აღნიშნული კომპანია სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხაშურისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში და საქართველოს მასშტაბით ასრულებდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს. ბრალდებულები არ ახდენდნენ შემოსავლების სწორ დეკლარირებას, რის შედეგადაც, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში, განზრახ თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 670 000 ლარზე მეტი გადასახადის გადახდას, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

ბრალდებულებს ბრალდება, ერთ-ერთს დაუსწრებლად, სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ, რომელიც თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ, შესაბამისი დადგენილების საფუძველზე ძებნა გამოცხადდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ფოტოს აქვეყნებს ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე სოციალურ ქსელში
  • მოსკოვში დაკარგულ ბეკო დოინჯაშვილს ეძებენ
  • მუხრანში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge