გუშინ თუშეთში ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 52 წლის ილია იდიძე და 28 წლის ლევან ბახტარიშვილი.
ტრაგედია თუშეთის პირიქითა ხეობაში მოხდა. სოფელ დართლოდან დაბრუნებისას, მაღალი გამავლობის ჯიპი რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.