თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ცნობებით, სავარაუდოდ, გუშინ ღამით ავტომობილი გზიდან გადავარდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.