ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბელტურის მიმდებარედ, ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა, ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილზე პოლიცია დღე-ღამის განმავლობაში გადაადგილებას აკონტროლებს.
მოქალაქეების თქმით, აღნიშნული მონაკვეთი ერთ წელზე მეტია საფრთხის ზონად ითვლებოდა, რაზეც შესაბამისი ღონისძიებები არ განხორციელებულა.
ადგილობრივთა ინფორმაციით, აღნიშნული გზის ახლო ტერიტორიაზე კიდევ ორი მსგავსი მონაკვეთია, სადაც ჩამონგრევის საფრთხე არსებობს.