გვიან ღამით, ლოტკინზე, გაზის გაჟონვის შედეგად ორი აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას და ვიდეოკადრებს მოქალაქე ავრცელებს და აცხადებს:
“იყო უზარმაზარი აფეთქება… ბეწვზე გადავრჩით. ორი დღეა ვამბობდით, რომ აქ გაზის სუნია, მოვიდა პატრული, სამაშველო, ყველა ორგანო და ამბობდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის… როგორ არის ყველაფერი კარგად?! ახალგაზრდა გოგო დაიწვა, გადარჩა, თუმცა აქვს დამწვრობები. დიდი რყევა იყო, ბეწვზე გადარჩა დედაჩემი…” – ამბობს მოქალაქე ლაშა შეროზია.