ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ სინდისის პატიმარი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიაზე წარადგინა.
მისი თქმით, თავისუფლებისთვის მებრძოლი ჟურნალისტები ევროპული ღირებულებების ნამდვილი სიმბოლოებს წარმოადგენენ.
იუკნევიჩიენემ ასევე განაცხადა, რომ ამაღლობელის კანდიდატურა შავი ზღვის რეგიონისთვის მნიშვნელოვან წინადადებას წარმოადგენს და ამას საქართველოსთვის “ნამდვილი ცვლილებების მოტანა შეუძლია.”
“ჟურნალისტები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, ევროპული ღირებულებების ნამდვილი სიმბოლოები გახდნენ. სწორედ ამას წარმოადგენს სახაროვის პრემია. მზია ამაღლობელისა და ქართველი ხალხის კანდიდატურა ყველა მთავარი 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ იქნა წარმოდგენილი. ეს ნიშნავს, რომ ყველა მათგანი მხარს უჭერს მზიას. მხოლოდ ორ დღეზე ნაკლებ დროში, ჩვენს ნომინაციას უკვე 66-მა წევრმა დაუჭირა მხარი.