ტელეწამყვანი და ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურა ხვალ დაკითხვაზე იბარებს.
როგორც ჟორჟოლიანი წერს, საქმე საბოტაჟის თემას ეხება.
“ჰო, ჰო, ჰოოო, პროკურატურიდან დამირეკეს დაკითხვაზე დამიბარეს საბოტაჟის თემაზე. ხვალ, 16:30 და რა თქმა უნდა მივალ იმ უწყებაში (პროკურატურაში) სადაც მორალური უპირატესობა მე მაქვს, რადგან ამ შენობაში, ამ ხალხმა იუფროსა ადამიანი, რომელმაც კარიერა ბოტასების ქურდობით დაიწყო, შემდეგ ბიუჯეტის ფულები, ქოლცენტრები, ქუჩის გარჩევები და ბოლოს, კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის შეკვეთით დაასრულა.
ამ უწყებაში იუფროსეს კაცი, რომელმაც რუსული გვარი მიიღო, მოსკოვში გაიქცა და კანონიერი ქურდის კალაშოვის დაცვით დადის. ხვალ მხიარული დღე მექნება.” – წერს ჟორჟოლიანი.