შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს და ერთი არასრულწლოვანი ამხილეს.
“დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2001 წელს დაბადებული ჩ.ა., 2003 წელს დაბადებული დ.შ., წარსულში ნასამართლევი პირები: 2002 წელს დაბადებული ნ.ც., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2001 წელს დაბადებული ო.ა. 2000 წელს დაბადებული ე.ბ., 2003 წელს დაბადებული კ.ე., ხოლო მხილებულია 2008 წელს დაბადებული დ.კ.