პროკურატურის განცხადებით, თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,რუსთავი 2007″-ის კუთვნილი უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაამზადა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ყალბი მონაცემების შემცველი ამხანაგობის კრების ოქმები, რომლის საფუძველზეც, უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოს მოტყუებით, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა ამხანაგობის კუთვნილ 1 321 400 ლარად ღირებულ, 641.20 კვ.მ. საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს” – განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.