„მოზაიკის“ ინფორმაციით, ალკოჰოლის არალეგარული წარმოების ბრალდებით დაკავებულთა შორის არიან გორელი ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი.
როგორც “მოზაიკას” ეუბნებიან, ასევე დაკავებულია ბიზნესმენ გიორგი ჯალაბაძის ძმა, ქართლოს ჯალაბაძეც.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი – დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე 7 პირი.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ქართული და უცხოური ბრენდული სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია.
ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი კარელია.
როგორც საგამოძიებო წერს, ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.” – წერს საგამოძიებო სამსახური.