აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის გამოცემა The New York Times-ს სასამართლოში უჩივის.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ღირსების შელახვისა და ცილისწამებისთვის 15 მილიარდი დოლარის სამართლებრივ წარმოებას იწყებს გამოცემის წინააღმდეგ.
„The New York Times-ის წინააღმდეგ ღირსების შელახვისა და ცილისწამებისთვის 15 მილიარდი დოლარის სამართლებრივ წარმოებას ვიწყებ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დეგრადირებული გაზეთის წინააღმდეგ, რომელიც გახდა რადიკალური მემარცხენე დემოკრატიული პარტიის ვირტუალური გამხმოვანებელი“, – წერს ტრამპი.