რუსთავში 16 წლის რევაზ დათაშვილს ეძებენ, რომელიც 14 სექტემბერს 02:00 საათზე თბილისის ქუჩიდან, საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავებთან ერთად სამაშველო სამსახურიცაა ჩართული.
მოზარდს მთელი ქალაქის მასშტაბით ეძებენ. მათ შორის მდინარე მტკვარში მყვინთავები.